- ბიუროკრატიული მენეჯმენტის თეორია
- გერმანელმა სოციოლოგმა მაქს ვებერმა (Max Weber, 1864-1920) ორგანიზაციის უმაღლესი ეფექტურობის მიღწევის ერთგვარი სტრუქტურა შეიმუშავა. ამ სტრუქტურას მან ბიუროკრატიული უწოდა და მისი წარმატებული მოქმედების რამდენიმე ელემენტი მოგვცა. ესენია: შრომის განაწილება. ავტორიტეტული იერარქიის მკაფიო განსაზღვრა. წევრთა შერჩევა ტექნიკური კვალიფიკაციის მიხედვით. დაწინაურება უპირატესობის ანუ უკეთესი შედეგების მიხედვით. მკაცრი და სისტემური დისციპლინა და კონტროლი.Source: პრინგლი, პიტერ. ელექტრონული მედიის მენეჯმენტი / პიტერ კ. პრინგლი, მაიკლ ფ. სტარი, უილიამ ი. მაკკავიტი - თბ. : ფონდი „ინტერ ნიუსი“, 2001/ნაწ. 1 : სამაუწყებლო სადგურის მენეჯმენტი - , 2001
Georgian encyclopedia. 2013.